"გვაიძულებდნენ, გვეთქვა ხარება მაგარი კაცია" - სპეცრაზმელების მიერ ნაცემი მოქალაქე "გვაიძულებდნენ, გვეთქვა ხარება მაგარი კაცია" - სპეცრაზმელების მიერ ნაცემი მოქალაქე /> "/> " />


  16:09:01     11-12-2024

"გვაიძულებდნენ, გვეთქვა ხარება მაგარი კაცია" - სპეცრაზმელების მიერ ნაცემი მოქალაქე

1733919056untitled-1.jpg

საპროტესტო აქციების მონაწილე, მიხეილ მეტრეველი, რომელიც დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხეს, ამბობს, რომ მოძალადეები ავალდებულებდნენ ეთქვა, რომ   უარის შემდეგ კი კვლავ ფიზიკურად გაუსწორდნენ:

"მე პირადად მისწორდებოდა განსაკუთრებული დეპარტამენტი, ერთ-ერთი მათგანი გამოეყო და უთხრა, რომ ხალხი გვეხდავდა და ჩანდა ეს ყველაფერი, ამის შემდეგ, ცემა ცოტა ხანი შეჩერდა. ძალადობა გაგრძელდა უკვე სადამსჯელო ფურგონში. 

იყო გინება, ფიზიკური შეურაცხყოფა. ფურგონში, ჩვენგან ითხოვდნენ, გვეთქვა ,,ხარება მაგარი კაცია '' , რაზეც უარი ვუთხარით, ამის შემდეგ კიდე ორი რაუდნი გაგრძელდა ეს ,,შეხლა-შემოხლა''.

დაკავების დროს მოხდა ჯიბეებიდან ნივთების ამოცლა, ჩემ შემთხვევაში, ამ ნივთებიდან მხოლოდ საფულე დამიბრუნეს" - თქვა მან. 


ავტორი: presa.ge